მელიკუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელიკუდა, (მელიკუდი, მუშკამბალი, პარტალა, ფართალა, ჭვარტალა) – მესხური ვაზის ჯიში, საღვინე, საგვიანო სიმწიფის პერიოდის. ფოთოლი მომრგვალო და ხუთნაკვთიანია, დიდი ზომის: 16-18 სმ, ზედაპირი ბადისებრად დანაოჭებული, ქვედა მხარე სუსტად შებუსული. მტევანი დიდია: 18-X22 სმ, კონუსური ფორმის. მარცვალი მომწვანო-მოთეთრი, დიდი ზომის, ოვალური ან მომრგვალო. რბილობი წვნიან-ხორციანი, მცირედ კნატუნა. ყურძნის წვენის შაქრიაობაა 16.5-18.5 %, მჟავიანობა – 6.5-8 გრ/ლ, მოსავლიანობა – 11-13 ტ/ჰა. სოკოვანი დაავადებების მიმართ მგრძნობიარეა. სასიამოვნო არომატის ყურძენია, ჯიშური არომატი არ იგრძნობა. წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელით.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები