მერენია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:54, 9 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მერენია, მერონია – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის თემში, ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მეღრუკისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1685-1740 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 18 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 1091, მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002). 1899 წელს სოფელი თითქმის მთლიანად დაინგრა მიწისძვრისაგან. XX საუკუნის შუა წლებში აქ გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამ ადგილს მერენიის ტყე უწოდეს. „მერე” ძველ ქართულში ნიშნავდა ვაკე, სწორ ადგილს.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები