გომერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:10, 9 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომერიიაფეტის უფროსი შვილი, კიმერიელების წინაპარი, ცხოვრობდა შავი ზღვის ჩრდილოეთით, შემდგომში ამ ადგილებს მისი სახელი ეწოდა.

გომერს ჰყავდა სამი ძე აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

ერთ-ერთი ვერსიით სწორედ თუბალი და მეშექი (მოსოხი) არიან მიჩნეულნი ქართველთა ბიბლიურ წინაპრებად. მეშექისაგან მესხები წარმოშობილან, თუბალებისაგან - იბერები.

მეორე ვერსიით - თოგორმა ანუ თარგამოსია ქართველთა წინაპარი. თარგამოსს რვა შვილი ჰყავდა, რომელთაგან მეორეს ქართლოსი ერქვა. ქართლოსს ჰყავდა ხუთი შვილი: გარდაბოსი, გაჩიოსი, კახოსი, კუხოსი, მცხეთოსი.

ქართლის ცხოვრებაში მცხეთოსის მხოლოდ ერთი შვილი - უფლოსია - მინიშნებული, რომელსაც აუშენებია ქართლის ერთ-ერთი ანტიკური ქალაქი უფლისციხე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები