შინდარას ბრძოლა 1260

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 9 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შინდარას ბრძოლა 1260 - ბრძოლა ქართველებსა და მონღოლებს შორის 1260–61 წლების აჯანყების დროს (სარგის I ჯაყელი).

მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეს დავით VII ულუს (1247–70) მხოლოდ 8 ათ. მეომარი ჰყავდა (ძირითადად მესხები) სამცხის სპასალარის, სარგის ჯაყელის, მეთურობით. წინა აზიის მონღოლმა მბრძანებელმა ჰულაგუ-ყაენმა აჯანყებულთა წინააღმდეგ 20 ათ-ანი ლაშქარი დაძრა არღუნ-ნოინის სარდლობით, რომელსაც მრავალი ქართველი ფეოდალი შეუერთდა. ახალდაბასთან მეწინავე რაზმების (მესხი – 1,5 ათ., მონღოლი – 6 ათ.) შეტაკებაში გამარჯვება ქართველებს დარჩათ, მაგრამ მთავარი ძალებით ბრძოლაში შინდარასთან (მდინარე შუა ფრონეზე) მონღოლებმა გაიმარჯვეს (1260 წლის დეკემბერი). მიუხედავად ამისა, არღუნმა, რომელმაც გამოსცადა აჯანყებულთა ძალა, უფრო ფრთხილად გააგრძელა მოქმედებები. სტრატეგიული შეტევა მან 1261 წლის ზაფხულში განაახლა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები