გვირგვინა (მთა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:01, 9 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გვირგვინა – მთა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გვირგვინას ქედის თხემზე, ზღვის დონიდან 2203.1 მ სიმაღლეზე. აგებულია შუაეოცენური ტუფბრექჩიებითა და ტუფქვიშაქვებით. კალთები შემოსილია წიფლნარი და მუქწიწვიანი ტყეებით, ხოლო თხემი – მეორებული სუბალპური მდელოებით.
წყარო
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი
- ენციკლოპედია საქართველო