მირაშხანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:27, 10 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მირაშხანი, აზმანა – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე აზმანის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ნაქალაქევის თემში, ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 274, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). სოფლის მიდამოებში გამოქვაბულია. ძველად აქ ვაზი და ხეხილი ჰქონდათ მოშენებული.