მრუდე ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
03:49, 10 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მრუდე ტბა – ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2814 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,26 კმ², მაქსიმალური სიღრმე 6,9 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით.