ნიალისყურის ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:18, 11 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიალისყურის ქედი, (ჩრდილის ქედი, ჩილდირის ქედი, გიოქთაფის მაღლობი) – ქედი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, საქართველოსა (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. მისი უდიდესი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთაა მოქცეული. უმაღლესი მწვერვალია სამთავა (უჩთაფალარი – 3011 მ). ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს: „... არს მთა ესე სრულიად უტყეო, ბალახ-შამბყვავილიანი და წყაროიანი, ხოლო ფოსოს კერძონი და წყაროს-თავის კერძო მტკვრამდე – ტყიანი, ნადირიან-ფრინვლიანი”.