ორალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:56, 12 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორალი – სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, პამაჯის თემის საკრებულოში, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1280-1380 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 14 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 324. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (99 %) ქართველია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა.