ოშორა (მინერალური წყალი ასპინძის მუნიციპალიტეტში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 13 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოშორა – მინერალური წყალი ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოშორას მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. წყლის ტემპერატურაა +28-290C, წყაროს დღეღამური დებიტი – 50 ათ. ლ. ქიმიური შედგენილობის მიხედვით, ის სულფატურ-კარბონატული და კალციუმ-ნატრიუმიანია.