კოლინეაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 13 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლინეაცია (პროექციულ გეომეტრიაში) – სიბრტყის ყოველგვარი გარდაქმნა, რომლის დროსაც წრფე გარდაიქმნება (აისახება) წრფეში.

გარდაქმნათა ასეთი კლასისათვის სახელწოდება „კოლინეაცია“ შემოიღო მებიუსმა, თავისი ფილოლოგი მეგობრის ვეისკეს რჩევით (1827). ეს ტერმინი გვახსენებს, რომ გარდაქმნა ინარჩუნებს სამი წერტილის კოლინეარობას, ანუ მათ თვისებას – მდებარეობდნენ ერთ წრფეზე. ამასთანავე, მებიუსმა შემოიღო სიტყვა „კორელაცია“, რომელიც აღნიშნავს ურთიერთდამოკიდებულებას, ურთიერთშესაბამისობას, თანაფარდობას.

კოლინეაციის კერძო სახეებს იყენებდა ნიუტონიც. პონსელიემ შეისწავლა კოლინეაციის სახე, რომელსაც ჰომოლოგია უწოდა (1822).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები