პტენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:48, 13 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პტენა – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პტენის სოფლის საკრებულოში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1620-1690 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 8.5 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 310. მათი უმრავლესობა (99 %) ქართველია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.