რადეს ბიგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:08, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რადეს ბიგა – (Sorex raddei) – მწერიჭამია ბიგისებრთა ოჯახიდან. ბინადრობს კავკასიასა და თურქეთში. საქართველოში გავრცელებულია ქუთაისის, ბაკურიანისა და ლაგოდეხის მისადევრებში, შავი ზღვის სანაპიროზე. უყვარს ნოტიო ადგილები, წყალსატევებთან ახლოს. იშვიათი და გადაშენების გზაზე მდგარი სახეობაა. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება.