რუხი წერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:49, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუხი წერო –(Grus grus) – ფრინველი წეროსებრთა ოჯახიდან. საკამოდ იშვიათი ფრინველია. გავრცელებულია ევროპაში, აფრიკაში (ტუნისში), ციმბირში, შუა აზიაში, თურქეთსა და ჩრდილო მონღოლეთში. ზამთრობს აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. საქართველოში წინათ ბუდობდა ჯავახეთში, ამჟამად ცალკეული წყვილები აღნიშნულია ხოზაფინის ტბასთან და მარტვილის რაიონში. ეტანება ველ-მინდვრებს, ტბიან და ჭაობებიან ადგილებს.

რუხი წერო საქართველოში მოფრინავს მარტში, ხოლო მიფრინავს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში. მონოგამიურია და ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთს სიკვდილამდე). ბუდეს იკეთებს მიწაზე: ფეხებით ამოთხრის პატარა ორმოს და ამოაგებს მას წვრილი ტოტებით, ბალახებით ან უბრალოდ დატკეპნის დამპალ ლერწამს. საბუდარი ტერიტორია შემოიფარგლება 5-6 კილომეტრით. აპრილში დებს 1-3 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება ერთ თვემდე. კრუხობს დედალ-მამალი, მაგრამ დედალი – უფრო მეტ ხანს. მართვეებს ორივე მშობელი კვებავს; გამოჩეკიდან ორი კვირის შემდეგ მართვეებს ეზრდებათ მომქნევი ბუმბულები, ხოლო ერთი თვის ასაკში ისინი უკვე მთლიანად იმოსებიან ბუმბულით. აგვისტოში წეროები იწყებენ ნომადობას, ხოლო თვის დამლევისათვის იკრიბებიან გუნდებად და ემზადებიან გადასაფრენად.

რუხი წერო საქართველოს წითელ წიგნში შესულია როგორც გადაშენების პირას მისული სახეობა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები