რუხ-ყავისფერი ნიადაგები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:56, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუხ-ყავისფერი ნიადაგები – ნიადაგის ტიპი, სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული ახალციხის ქვაბულის ფსკერზე, მიმდებარე მთისწინეთში და დელუვიურ შლეიფებზე. ხასიათდება არადიფერენცირებული პროფილით, გათიხების მაღალი ხარისხით, ჰუმუსის მცირე რაოდენობით, კარბონატულობით (ზედაპირიდანვე). შედარებით მძლავრი ნაიდაგებია ახალციხის ქვაბულის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში – მდინარეების ქვაბლიანისა და ფოცხოვის ძველ ტერასებზე, ზღვის დონიდან 1000-1300 მ სიმაღლით დიაპაზონში. თუმცა ჰუმუსის რაოდენობით არც ეს ნიადაგებია დიდად გამორჩეული. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან უმთავრესად გვხვდება კარტოფილი, ბოსტნეული, ხეხილი, მარცვლეული.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები