დიძან-ვან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:35, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიძან-ვან – (ჩინ.) მკვდართა სამეფოს მბრძანებელი. მისი მოვალეობა იყო მკვდართა სულების გამოსარჩლება ქვესკნელის სამსჯავროზე. ადამიანებისადმი თანაგრძნობითა და სიყვარულით აღვსილი დიძან-ვანი ჩადის ქვესკნელში, რათა სულები ცაში გადაიყვანოს.