საღამო (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:28, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საღამო – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, განძნის თემში, საღამოს ტბის ჩრდილოაღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1990-2060 მ სიმაღლეზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 181, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002).
ძველად დიდი სოფელი ყოფილა.სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების 3 ეკლესია. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია შუა საუკუნეების 4 ეკლესია, ზოგიერთი ძლიერ დაზიანებული. ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს: „ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳითმპყრობელ, მეფეთა მეფე დავით”. სოფელში მდგარა 3 მეტრი სიმაღლის ქვა ასომთავრული წარწერით, სადაც მოხსენიებულია დავით ულუ. ქვა ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.