საყუდაბელი (მინერალური წყარო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:06, 14 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საყუდაბელი – მინერალური წყარო ასპინძის მუნიციპალიტეტში. მიეკუთვნება აზოტოვან სულფატურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმ-კალციუმიან ჯგუფს, საერთო მინერალიზაცია დაბალია – 1.0 გ/ლ.
სიტყვა „დაყუდება”, „დაყუდნება” ნიშნავს დაწყნარებას, დაცხრომას. იგულისხმება ბერთა „საყუდაბელი”.