ტაბაწყური (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:13, 15 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაბაწყური – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე, ტაბაწყურის ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 1990-2040 მ სიმაღლეზე, ბორჯომიდან 60 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 723, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. როგორც ფიქრობენ სოფლის სახელი უკავშირდება ტბის ნაპირზე მდებარეობას – „ტბის ყური”.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები