პატარა ცემი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:06, 19 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პატარა ცემი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის თემში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბორჯომულის ხეობაში, ზღვის დონიდან 1315-1405 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან 21 კმ მანძილზე, მთის კლიმატური კურორტი. სოფელი დაცარიელებულია. 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით არ არის მუდმივი მოსახლეობა.