წუნდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:50, 20 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წუნდა, ჰური, ქაჯატუნი, ქაჯთა ციხე, ნაქალაქევი – ისტორიული ქალაქი ჯავახეთში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ნაქალაქევსა და თმოგვს – შორის; ჯავახეთის ძველი ცენტრი. ტოპონიმთა სიმრავლე საინტერესო მინიშნებებს იძლევა ქალაქის წარმოშობა-განვითარებაზე. მისი დაარსება მიეწერება ლეგენდარულ მცხეთოსის ვაჟს – ჯავახოსს. XI საუკუნის ისტორიკოსის ცნობით, იგი უძველეს ქალაქადაა დასახელებული, XV-XVI საუკუნეებში კი თანდათან კნინდება, რაც ახალი ქალაქების – თმოგვისა და ახალქალაქის – დაწინაურებითაა გამოწვეული. შემორჩენილია ციხე და ეკლესია (XI-XII სს).