გუმბათი (მთა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუმბათი – მთა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის უმაღლესი მწვერვალი საქართველოს ფარგლებში (მესხეთის უმაღლესი მწვერვალი), მდინარე ინჯისწყლის (ურავლის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, ზღვის დონიდან 2963,8 მ სიმაღლეზე. შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების ნაშთები. გვხვდება ქანების ყინვისმიერი გამოფიტვის პროდუქტები – ე.წ. კარკალები. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით. საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკებზე აღნიშნულია კიუმბეტის (Кюмбет) სახელწოდებით.