ხანდაკის ციხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხანდაკის ციხე – ციხე (შუა სს.) ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ უდეს დასავლეთით. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა „ხანდაკი”-დან, რაც ძველად ნიშნავდა ხრამს. ციხის მიდამოები მართლაც ძლიერ დახრამულია. შემორჩენილი ყოფილა წარწერის ფრაგმენტი „დ.მ.ა.”, რაც, როგორც ფიქრობენ, მის სამ აღმშენებელს უნდა ნიშნავდეს.