ხვანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხვანა, ხვონა, ხონა – ნასოფლარი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ღრმანისწყლის (ფოცხოვისწყლის მარცხენა აუზი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1455-1515 მ სიმაღლეზე, თურქეთთან სასაზღვროს ხაზთან ახლოს. მიდამოები ტყითაა შემოსილი. სოფლის ძველი სახელია „ხვანა”. ამავე სახელითაა იგი აღრიცხული საქართველოს მოსახლეობის აღწერაში.