ჰალოფილური მცენარეულობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:21, 22 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰალოფილური მცენარეულობა – მლაშობის მცენარეულობა – მცენარეები, რომლებიც გვხვდება ადვილადხსნად მარიალიან-თაბაშირიან ქანების გამოფიტვის ქერქზე და მლაშე თიხნარ ნიადაგებზე. დამახასიათებელია ნახევრად უდაბნოსათვის ტიპური ისეთი მცენარეები, როგორიცაა რიმერია და კამფოროსმა. სამცხე-ჯავახეთში გავრცელებულია ჯავახეთის ზეგანსა და ახალციხის ქვაბულში.