მითრიდატე I (ქართლის მეფე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 22 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მითრიდატე I – (?–ახ. წ. 35), ქართლის მეფე. ანტიკური წყაროების მიხედვით, აქტიურად იყო ჩართული რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში. მითრიდატე I იყო რომში გაგზავნილი იბერთა ელჩობის ინიციატორი, რომელიც დაფიქსირებულია იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის წარწერაში. მითრიდატე I-ის საგარეო პოლიტიკის დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა პართია-რომის კონფლიქტში სწორი არჩევანის გაკეთება. სომხეთის ტახტისათვის ბრძოლაში მითრიდატე I-ის შორსმჭვრეტელობის წყალობით, იმპერატორმა ტიბერიუსმა სომხეთის მეფის გვირგვინი იბერიის მეფის ძეს გადასცა.
იხილე აგრეთვე
ლიტერატურა
- ქავთარია გ. იბერიის მეფე მითრიდატე –„ქართული დიპლომატია“. წელიწდეული, II, თბ., 1995.