მორატორიუმი
მორატორიუმი (ლათ, moratius – შემაკავებელი. შემაფერხებელი), საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა შეთანხმება რაიმე მოქმედებისაგას განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით თავის შეკავების თაობაზე. როგორც წესი, მორატორიუმი ცხადდება რომელიმე სპეციალური საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისათვის მზადების პერიოდში. მორატორიუმი ზოგიერთ შემთხვევაში ცხადდება ცალმხრივად, ერთი სუბიექტის მიერ იმის იმედით, რომ სხვა სახელმწიფოები მიბაძავენ მას. ასე მაგ., ყოფილმა სსრკ-მ I977-85 რამდენჯერმე გამოაცხადა მორატორიუმი ბირთვული აფეთქების წარმოებაზე. მრავალმხრივი მორატორიუმის მაგალითია ანტარქტიდის 1959 ხელშეკრულების მხარეების IX საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეთა მიერ მორატორიუმის გამოცხადება (1977) ანტარქტიდის რესურსების სამრეწველო დაზვერვისა და დამუშავების წარმოებაზე იმ დრომდე, ვიდრე არ ჩამოყალიბდებოდა ამ რესურსების რეგულირების საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი, საერთაშორისო კერძო სამართალში მორატორიუმი ნიშნავს ვალდებულების შესრულების გადავადებას გარკვეული დროით ან იმ პერიოდით, როცა მოქმედებს განსაკუთრებული გარემოებანი (ომი. სტიქიური უბედურება და სხვ.). მორატორიუმი შეიძლება გამოცხადდეს შიდასახელმწიფოებრივ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავმირებითაც. ყველაზე გავრცელებულია მორატორიუმის გამოყენება სიკვდილით დასჯის პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ამ შემიხვევაში, როგორც წესი, გამოიყენება მორატორიუმის შემდეგი ფორმები;
ა) სიკვდილითს დასჯის განაჩენის გამოტანაზე,
ბ) სიკედილით დასჯის განაჩენის აღსრელებაზე.
საქართველოში დღეისათვის პრაქტიკულად მოქმედებს მორატორიუმი სიკვდილით დასჯას გასაჩენის აღსრულებაზე.