აბააჟვახუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:18, 26 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბააჟვახუ - სოფელი აფხაზეთში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის ეპარქია), კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მოქვის მარცხენა ნაპირას, ოჩამჩირიდან 25 კილომეტრის დაშორებით.
სოფლის ძველი ქართული სახელწოდება იყო თილითი და აქ მდებარეობდა აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსის ერთ-ერთი რეზიდენცია. კათოლიკოსის სასახლის ნანგრევები აბააჟვახუში დღემდეა შემორჩენილი. XVIII საუკუნის 80-იან წლებში თილითის ადგილობრივი ქართული მოსახლეობა აფსაზურმა შეცვალეს და მას შემდეგ სოფელს „აბააჟვახუ“ ეწოდა.