სამღერელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:38, 27 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამღერელი - სახუმარო. სცენის აღმნიშვნელი ძველი ქართული ტერმინი, გვხვდება ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლების თარგმანებში.
ქართული სახილველის თავისებურებას შეადგენდა ორსამღერლიანობა (ორსცენიანობა), რაც სანახაობა „ნირზის“ განვითარებით უნდა შექმნილიყო. სანდრო ახმეტელი ბერიკაობის წარმსახვაში ორსამღერლიანობის (2 სათამაშო მოედნის) აუცილებლობას ხედავდა.
წყარო
- ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია