რცხილაფოთლიანი ძელქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:58, 27 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რცხილაფოთლიანი ძელქვა

რცხილაფოთლიანი ძელქვა – (Zelkova carpinifolia [Pall.] K. Koch); ოჯახი: თელისებრნი (Ulmaceae). 25-30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მორუხო-მწვანე, სქელი, მკვრივი ქერქით. ნორჩი ტოტები მუქი მურა ფერისაა. ფოთლები მოყვანილობით მოგრძო-კვერცხისებურია ან ელიფსისებური, წაწვეტებული, თითქმის მჯდომარე ან მოკლეყუნწიანი, კიდეზე მახვილ ან მრგვლად ხერხისებურად დაკბილული. ყვავილსაფარი მომურო ფერისაა, ოდნავ შებუსული, კვერცხის ფორმის ნაკვთებით. ყვ. III; ნაყ. VIII-IX. იზრდება ტენიან ტყეებში, ჩვეულებრივ, მდინარეთა ნაპირებზე და ხეობების გაყოლებით ზღვისპირა დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალში. საქართველოში გავრცელებულია სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები