განვითარებადი ქვეყნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:57, 1 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განვითარებადი ქვეყნები - (developing countries), მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ეს სახელწოდება ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის 60-იან წლებში ისეთი სათაკილო გამონათქვამის მაგივრად, როგორიცაა სუსტად განვითარებული ანუ ჩამორჩენილი ქვეყნები. ითვლება, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ქვეყნები, რომელთა მშპ მოსახლეობის ერთ სულზე არ აღემატება აშშ-ის შესაბამისი მაჩვენებლის (43555 დოლარი) ერთ მეხუთედს. თუმცა ასეთი განსაზღვრა არ არის აბსოლუტური, ვინაიდან ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, შუა აღმოსავლეთის ნავთობგადამმუშავებელი ქვეყნები, ამ მაჩვენებლის მიხედვით შეიძლება მივაკუთვნოთ განვითარებულ ქვეყნებს (მაგ., ქუვეითი - 18370 დოლარი), მაგრამ შემოსავლების განაწილებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის მიხედვით, ისინი განვითარებადია.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები