მეიენდორფი პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:33, 2 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პეტრე მეიენდორფი – (გერმ. Peter Leonhard Suidigerius Freiherr von Meyendorff; 26 აგვისტო (6 სექტემბერი) 1796 – 7 (19) მარტი 1863), ბარონი, რუსი დიპლომატი. დიპლომატიური სამსახური დაიწყო 1814 ესპანეთში რუსეთის მისიის მდივნად, შემდეგ იყო ავსტრიაში რუსეთის საელჩოს მრჩეველი და ნიდერლანდში საგანგებო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი (1821-24); 1832-39 – დესპანი ვიურტემბერგში, 1839-50 – ბერლინში, მონაწილეობდა ლონდონის შეთანხმების (რომელმაც პოლშტაინი დანიას მიაკუთვნა) და ოლმიუცის შეთანხმების 1850 მომზადებაში. 1850-51 – რუსეთის ელჩი ავსტრიაში.