ტეტრაედრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:01, 3 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტეტრაედრი (ბერძ. tetra ოთხი და hedra ფუძე, ზედაპირი, გვერდი) – წესიერი მრავალწახნაგა, რომელსაც აქვს 4 სამკუთხა წახნაგი, 6 წიბო და 4 წვერო; ყოველ წვეროში თავს იყრის 3 წიბო. ტეტრაედრი წარმოადგენს წესიერ სამკუთხა პირამიდას. ნებისმიერ ტეტრაედრში შეიძლება ჩაიხაზოს სფერო და ნებისმიერ ტეტრაედრზე შეიძლება შემოიხაზოს სფერო. თუ წიბოს სიგრძეა b, მაშინ ტეტრაედრის მოცულობა V = 0,1179b3, ზედაპირის სრული ფართობი S = 1,7321b2.
