ასია (მეფე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:33, 5 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასია – ძველი ქართული პროვინციის დაიაენის (ტაო) მეფე (ძვ.წ. IX ს. შუა წლები). ასიას შესახებ ცნობილია, რომ მან მორჩილება განუცხადა და ამის ნიშნად ძღვენი (ცხენები) მიართვა ქვეყანაში შემოჭრილ ასურეთის მეფეს სალმანასარ III.
ასია იხსენიება სალმანასარის წარწერაში.
ლიტერატურა
გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები" ტ, I., თბ., 1970