მირდატ არჩილის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:44, 9 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითრიდატე VII მირდატ არჩილის ძე – ქართლის მეფე V საუკუნის 30-50-იან წლებში − „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს თანახმად. ჯუანშერის ცნობით მირდატი მამის სიცოცხლეში დაქორწინდა. ცოლად შეირთო რანის (მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ისტ. ალბანეთი) ირანელი მოხელის ბარაბზოდის ასული საგდუხტი, ქორწინების შემდეგ მირდატმა მამისაგან საუფლისწულოდ მიიღო ქ. სამშვილდე, მისი საერისთავო ქვეყნით. საგდუხტმა აქ სამშვილდის სიონი ააშენა. წყაროების მიხედვით ქალაქში ისევ ირანელები ბატონობდნენ. მირდატი იყო ვახტანგ გორგასლის მამა.

მირდატარჩილის ძის მეფობის დათარიღება:


წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები