ორდინ-ნაშჩოკინი ათანასე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 10 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ათანასე ორდინ-ნაშჩოკინი − (1605-80), თავადი, რუსი დიპლომატი. 1642 მოახდინა საზღვრის გამიჯვნა შვედეთთან. 1656 ხელი მოაწერა შეთანსმებას კავშირის შესასებ კურლანდიასთან, დაამყარა ურთიერთობა ბრანდენბურგთან. 1658 ხელი მოაწერა ვალიესარის ხელშეკრულებას. 1667 დადო ანდრუსოვოს ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაინიშნა საელჩო პრიკაზის უფროსად. 1671 სამსახურიდან გადადგა.