ოსტერმანი ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 10 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ივანე ოსტერმანი (1725-1811), გრაფი, რუსი დიპლომატი. დიპლომატიური სამსახური დაიწყო 1757 პარიზში რუსეთის საელჩოში. 1760-74 – დესპანი შვედეთში, სადაც შეძლო თავიდან აეცილებინა შვედეთის გამოსვლა რუსეთის წინააღმდეგ რუსეთ-თურქეთის ომის დროს. 1775-83 – ვიცე-კანცლერი. 1783 დაინიშნა საგარეო საქმეთა კოლეგიის მეთაურად, მონაწილეობდა მთელი რიგი საერთაშორისო შეთანხმებების ხელმოწერაში. 1796 წლის ნოემბერში დაინიშნა კანცლერად, 1797 – გადადგა.