პარიზის საერთაშორისო კონფერენცია ვიეტნამის საკითხზე 1973
პარიზის საერთაშორისო კონფერენცია ვიეტნამის საკითხზე 1973 − მიმდისარეობდა 26.II –2.III ვიეტნამში ომის შეწყვეტისა და მშვიდობის აღდგენის შესასებ შეთანსმების (1973) შესაბამისად და ამ შეთანხმების დასამტკიცებლად. მონაწილე- დობდნენ შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეების – ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის, აშშ-ის და საიგონის ადმინისტრაციის, ასევე სსრკ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, პოლონეთის, უნგრეთის, კანადის, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მისისტრები და გაეროს გენერალური მდივანი. კონფერენცია წარმატებით დასრულდა, 2.III ხელი მოაწერეს ვიეტნამის საკითსზე საერთაშორისო კონფერენციის აქტს, რომლითაც მისმა მონაწილეებმა მოიწონეს შეთანსმება და მისი 4 ოქმი, იკისრეს ვალდებულება პატივი ეცათ და განუხრელად შეესრულებინათ იგი. აქტში მითითებული იყო, რომ შეთანხმება პასუსობს ვიეტნამელი ხალხის ინტერესებს, უზრუნველყოფს მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უფლებას, ვიეტნამის ტერიტორიულ მთლიანობას და ერთიანობას, ასევე სამხრეთ ვიეტნამ-ის მოსახლეობის თვითგამორკეეეის უფლებას.