სივრცითი კუთხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 14 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სივრცითი კუთხე – სივრცის ნაწილი, შემოსაზღვრული რომელიღაც კონუსური ზედაპირით. კერძო შემთხვევებია სამწახნაგა და მრავალწახნაგა კუთხეები.

Sivrciti kutxe.PNG

სივრცითი კუთხე იზომება კონუსური ზედაპირის წვეროში ცენტრის მქონე სფეროზე ამ კუთხით მოკვეთილი ზედაპირის ფართობის ფარდობით ამავე სფეროს R რადიუსის კვადრატთან.

სივრცითი კუთხის საზომი ერთეულია სტერადიანი. სრული სფერო შეადგენს 4π სტერადიანის სივრცით კუთხეს.



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები