გრიგოლ ჰამამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:04, 17 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გრიგოლ ჰამამი – ჰერეთის მთავარი (დაახ. IX საუკუნის IV მეოთხედი – 897, მეფე 893 წლიდან). მის დროს იწყება ჰერეთის ახალი გაძლიერება. სამთავროს შემადგენლობაში ამ დროისთვის შედის მარჯვენა ნაპირის ალბანეთის ნაწილი. გრიგოლ ჰამამმა დაიპყრო კახეთის ტერიტორიის ნაწილიც და 893 წელს მეფედ ეკურთხა.