პლატის შესწორება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:41, 2 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„პლატის შესწორება“ – ჩამოაყალიბა აშშ-ის სამხედრო მინისტრმა ე. რუთმა და 2. III. 1901 მიილო აშშ-ის კონგრესმა ო. პლატის, სენატის კუბის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, როგორც არმიაზე ასიგნებათა შესახებ კანონის შესწორება. 1901 წლის ივნისში იგი აშშ-ის ზეწოლით შეიტანეს კუბის კონსტიტუციაში. „პლატის შესწორება“-ის თანახმად, კუბას არ შეეძლო, დაედო სხვა ქვეყნებთან ხელშეკრულებები, „რომლებიც დაემუქრებოდა მის დამოუკიდებლობას, ანდა კუბის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის უცხოელებისთვის გადაცემას. კუბამ იკისრა ასევე, არ მიეღო უცხოური სესხები, რომლებიც აღემატებოდა მის გადახდისუნარიანობას; ეღიარებინა აშშ-ის მიერ ინტერვენციის უფლება „თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად“, ასევე შეესრულებინა აშშ-ის მთავრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. კუბას ევალებოდა მიეყიდა ანდა იჯარით გადაეცა აშშ-თვის კუბის ტერიტორიის უბნები სამხედრო ბაზების მოსაწყობად, „პლატის შესწორება“ საფუძვლად დაედო „მუდმივ“ ხელშეკრულებას აშშ-სა და კუბას შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს 22.V.1903, ასევე 1903 თებერვალში ხელმოწერილ შეთანხმებას გუანტანამოსა და ბაია-ონდაში სამხედრო საზღვაო ბაზების იჯარის შესახებ, 1934 კუბამ მიაღწია „პლატის შესწორებ“-ის გაუქმებას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები