პოლონეთ-საფრანგეთის ხელშეკრულება 1921

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლონეთ-საფრანგეთის ხელშეკრულება 1921 – ხელი მოეწერა 1921 წლის 19 თებერვალს პარიზში. ხელშეკრულება წარმოადგენდა იმ სამხედრო შეთანხმებების სისტემის ნაწილს, რომლის მეშვეობითაც საფრანგეთი აფართოებდა თავის პოზიციებს, ჩამოყალიბებულს პირველი მსოფლიო ომისა 1914-18 და ვერსალის სამშვიდობო მოლაპარაკების (1919) შედეგად, ხელშეკრულების მიხედვით, თუ მხარეები ან რომელიმე მათგანი გახდებოდა მოულოდნელი თავდასხმის ობიექტი, ორივე მთავრობა მიიღებდა ერთობლივ ზომებს თავისი ქვეყნის დასაცავად, ხელშეკრულებამ, რომელიც მიმართული იყო გერმანიის მზარდი რევანშიზმის წინააღმდეგ, თავისი მნიშვნელობა დაკარგა ლოკარნოს 1924 ხელშეკრულების შემდეგ. 1939 საფრანგეთის მიერ პოლონეთისათვის მიცემული დამატებითი გარანტიების მიუხედავად, საფრანგეთმა ვერ გაუწია პოლონეთს საკმარისი ქმედითი დახმარება 1939 წლის 1 სექტემბერს, მასზე ჰიტლერული გერმანიის თავდასხმის დროს, მიუხედავად იმისა, რომ მას გერმანიამ ომი გამოუცხადა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები