დირექციული კუთხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დირექციული კუთხე (ფრანგული direction – მიმართულება) − სფერული ან ბრტყელი კუთხე, რომელიც განსაზღვრავს ნებისმიერი წრფის მიმართულებას საწყისი მიმართულების (კოორდინატების ღერძის) მიმართ.
ტოპოგრაფიულ რუკებზე დირექციული კუთხე არის კუთხე კოორდინატების ბადის ჩრდილოეთ მიმართულებასა და საგნის მიმართულებას შორის; აითვლება საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით 00-დან 3600-მდე. გამოიყენება ტოპოგრაფიული მიბმის, სროლის მიმართულების განსაზღვრის, კოორდინატების გამოთვლის და სხვა მიზნებისთვის.