ჩოლოყაშვილი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 15 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოლაყაშვილი რევაზ - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1688 წ.; თორმეტი წლის განმავლობაში ერეკლე ბატონიშვილს ისპაჰანში ემსახურებოდა, რის გამოც ქართლში გამეფების შემდეგ (1688) ერეკლემ მას დაუმტკიცა სახლთუხუცესის სახელო და მამულები. ცოტა ხნის შემდეგ ქართლის კანონიერი მეფე გიორგი XI კახელ თავადებს შეუთანხმდა, რომ არჩილი დაებრუნებინათ კახეთის ტახტზე. პირობისამებრ, ნინოწმინდაში მოსალაპარაკებლად ჩასული ქართლის თავადები დუშია მოურავმა დაასმინა ირანის ადგილობრივ მოხელე აბაზყული-ხანთან. ამ ამბის გამო სახლთუხუცესი რევაზ ჩოლაყასშვილი განუდგა ერეკლე I-ს (ნაზარალი-ხანს) და და გიორგი XI-ს მიემხრო.


წყაროები და ლიტერატურა

ვახუშტი 1973: 468, 607; პალ 1991: 256; პალ 2015: 225.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები