პრეამბულა
პრეამბულა – საერთაშორისო ხელშეკრულების შესავალი ნაწილი. პრეამბულაში, როგორიც წესი, ჩამოთვლილია ხელშეკრულების მხარეები, მისი დადების მოტივი, მიზნები, ამოცანები და პრინციპები, სხვა ხელშეკრულებებთან დამოკიდებულება, ის ძირითადი დებულებანი, რომელთა ჭრილშიც უნდა იქნეს განხილული ხელშეკრულება, ასევე მხარეთა დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ.
პრეამბულა შეიძლება მოიცავდეს სხვა საკითხებსაც, მათ შორის ნორმატიული ხასიათისას, რომლებიც, ბუნებრივია, არ უნდა სცილდებოდნენ ხელშეკრულების საგანს. პრეამბულა ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც ხელშეკრელების ძირითად ტექსტს და, შესაბამისად, ხელშეკრულების დებულებათა განმარტებისას, აქეს ხელშეკრულების ნებისმიერი ნაწილის ტოლფასი ძალა. პრეამბულა ხშირად გვხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებში.