პრეფერენციუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:34, 4 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრეფერენციუმი – (ლათ. pracferentia უპირატესობის მინიჭება). სპეციალური უპირატესობა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სფეროში, მინიჭებული ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფისათვის საბაჟო გადასახადების შემცირების, არაპირდაპირი სუბსიდიების, ბაზარზე კაპიტალდაბანდებათა გაადვილების ან სხვა ფორმით. პრეფერენციუმის დროს გადამწყვეტი როლი ენიჭება შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო-ეკონომიკურ და საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს.