პროპაგანდის კონგრეგაცია
პროპაგანდის კონგრეგაცია – („პროპაგანდა ფიდე“), სრული სახელწოდებაა „რწმენის გამავრცელებელი კონგრეგაცია“: 1622 პაპის, გრიგოლ XV-ის (1621-23) მიერ დაარსებული რომის კათოლიკური ეკლესიის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონგრეგაციის მიზანს აღმოსავლეთის მართლმადიდებლობაში კათოლიკობის გავრცელება და შესაბამისი ქვეყნების თავისი სულიერი ძალაუფლების გავლენაში მოქცევა წარმოადგენდა. პროპაგანდის კონგრეგაცია კათოლიკური მისიების მთავარ ხელმძღვანელ ცენტრად იქცა, რომის პაპისა და „პროპაგანდა ფიდეს“ სტრატეგიულ გეგმაში კავკასიისა და ყირიმის სულიერი დაპყრობის, მისი რომის კათოლიციზმის ფორპოსტად ქცევის საკითხიც შედის, ამის შესასრულებლად იქმნება და იგზავნება დომინიკელთა, ავგუსტინელთა, თეატინელთა სხვადასხვა მისიები. არაერთი მისია მოეწყო საქართველოშიც, რომელთაც დიპლომატიური დატვირთვაც ჰქონდათ – მისიონერი ბერები გარკვეულწილად რომის დიპლომატიური წარმომადგენლებიც იყვნენ. მისიონერებმა უძვირფასესი ცნობები შემოგვინახეს გვიანი შუა საუკუნეების ქართული სამეფო-სამთავროების ისტორიის შესახებ. 1020 პროპაგანდის კონგრეგაციამ თეატინელბერს სტეფანო პაოლინის სტამბის გამარივა დაავალა, – 1629 რომში „პროპაგანდა ფიდეს“ სტამბაში პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა.