ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:55, 9 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, შეიქმნა 1946 კოპენჰაგენში ჟურნალისტთა საერთაშორისო კონგრესზე. ძირითადი მიზნები – მშვიდობის დაცვა და მეგობრელი ურთიერთობების განმტკიცება საზოგადოების თავისუფალი, სამართლიანი და კეთილსისდისიერი ინფორმირებით: სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვა და ა.შ. ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელსაც 5 წელიწადში ერთხელ იწვევენ. შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში.