რაპაცკი ადამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:51, 11 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფაილი:Example.png
ადამ რაპაცკი
ადამ რაპაცკი – (პოლ. Adam Rapacki, 24 დეკემბერი 1909, ლვოვი, — 10 ოქტომბერი 1970, ვარშავა), სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატი. 1947-50 – ნაოსნობის მინისტრი, 1950-56 – უმაღლესი განათლების, ხოლო 1956-68 – საგარეო საქმეთა მინისტრი. ავტორია უატომო ზონების შექმნის გეგმისა ცენტრალურ ევროპაში.