რეზოლუცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:15, 11 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეზოლუცია – (ლათ. resolution – გადაწყვეტილება), გადაწყვეტილებები. რომლებიც მიღებულია საერთაშორისო კონფერენციების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და, ჩვეულებრივ, რეკომენდაციული ხასიათისაა. ამა თუ იმ კონფერენციის წევრი სახელმწიფოები თავიანთ დამოკიდებულებას რეზოლუციების მიმართ განსაზღვრავენ ინდივიდუალური წესით. რეზოლუციებში გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე რეკომენდაციულ და იურიდიულ ვალდებულებებს არ წარმოშობს. გაეროს წესდების თანახმად, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ გაეროს უშიშრისების საბჭოს გადაწყვეტილებებს (რეზოლუციებს) და შეასრულოს ისინი.